8 ივნისს დასრულდა 2008 წლის საზაფხულო კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე საგაკვეთილო გეგმების საკონკურსო განაცხადების მიღება. შემოსულია 620 განაცხადი. ამის შემდეგ დაიწყო გაკვეთილების შერჩევის პროცესი წინასწარ გამოცხადებული პირობების თანახმად:
განიხილება გაკვეთილის გეგმა, რომელიც წარმოდგენილია მინიმუმ ორი სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფში შემავალი დისციპლინების მასწავლებლის მიერ. გაკვეთილი უნდა უკავშირდებოდეს მინიმუმ ორი საგნობრივი ჯგუფის სასწავლო შედეგს;
გაკვეთილის მასალებზე მუშაობისა თუ გაკვეთილის მიმდინარეობის დროს გამოყენებული უნდა იყოს ინფორმაციული ტექნოლოგიები; გაკვეთილის სასწავლო შედეგებში გათვალისწინებული უნდა იყოს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ისტ (ICT) ინდიკატორები;
Tuesday, October 7, 2008
Subscribe to:
Comments (Atom)
